ერთა ლიგა. I ტური: გერმანია და საფრანგეთი დაზავდნენ, უკრაინამ ჩეხეთი 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე გუშინ ჩვენი ჯგუფის გარდა კიდევ 7 მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს მიუნხენში გამართული გერმანიისა და საფრანგეთის შეხვედრა იწვევდა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. მასპინძლები კი ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და ფრით დაკმაყოფილება მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა იმავე შემადგენლობით ითამაშეს, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზეს, მხოლოდ ტრავმირებული ლორისი დებიუტანტმა არეოლამ შეცვალა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.


უკრაინის ნაკრებმა გასვლაზე 2:1 ჩეხეთი კომპენსირებულ დროში "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის ზინჩენკოს გოლით დაამარცხა. უკრაინელთა სასტარტო შემადგენლობაში
პირველად არ იყო კიევის "დინამოს" არც ერთი ფეხბურთელი. მათ გუნდში შედგა ქართველების "გენტის" თავდამსხმელის რომან იარემჩუკის დებიუტი, რომელმაც სამი ნაღდი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.


უელსმა პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რაიან გიგზის ხელმძღვანელობით და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ირლანდიასთან 4:1. სხვათა შორის, უელსს აქამდე ოფიციალურ მატჩში ირლანდია დამარცხებული არ ყავდა და სწორედ ამ გუნდმა ჩატოვა მუნდიალის ჯგუფში. მაშინ მარტინ ო'ნილის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, სადაც დანიასთან დამარცხდა.


ლიგა A. 1 ჯგუფი
მიუნხენი. "ალიანს არენა"
გერმანია - საფრანგეთი 0:0

გერმანია: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი, რიუდიგერი, გორეცკა (გიუნდოგანი 66), კროოსი, გინტერი, მიულერი, ვერნერი, როისი (სანე 83)

საფრანგეთი: არეოლა, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, მბაპე, გრიზმანი (ფეკირი 80), მატიუიდი (ტოლისო 86), ჟირუ (დემბელე 66)

ლიგა B. 1 ჯგუფი
უჰერსკე ჰრადიშტე. "მიროსლავ ვალენტი"
ჩეხეთი - უკრაინა 1:2
გოლები: 1:0 შიკი (4), 1:1 კონოპლიანკა (45+1), 1:2 ზინჩენკო (90+3)

ლიგა B. 4 ჯგუფი

კარდიფი. "კარდიფ სიტი"

უელსი - ირლანდია 4:1
გოლები: 1:0 ლოურენსი (6), 2:0 ბეილი (18), 3:0 რამზი (37), 4:0 რობერტსი (55), 4:1 უილიამსი (66)

ლიგა C. 3 ჯგუფი
ოსლო. "ულევალი"
ნორვეგია - კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 იოჰანსენი (20), 2:0 იოჰანსენი (42)

ლიუბლიანა. "სტოზიცე"

სლოვენია - ბულგარეთი 1:2
გოლები: 0:1 კრაევი (3), 1:1 ზაიაცი (40), 1:2 კრაევი (59)

ლიგა D. 4 ჯგუფი
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - ლიხტენშტეინი 2:1
გოლები: 1:0 პიზელი (30), 1:1 ვოლფინგერი (33), 2:1 ბარსეგიანი (76)
გამოუყენებელი პენალტი: მხითარიანი (69)
გაძევება: პოლვერინო (74)

გიბრალტარი. "ვიკტორია"
გიბრალტარი - მაკედონია 0:2
გოლები: 1:0 ტრიჩკოვსკი (19), 2:0 ალიოსკი (35)

დღეს ტურნირის კიდევ 7 მატჩი ჩატარდება, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო იტალია - პოლონეთია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კომპენსირებული დრო რა უბედურებაა?
დამატებული დრო
წერე ქართულად!
15:01 07-09-2018
0
უკრაინელებიდან პირველი გოლი კაი კაცს გაუტანია!))
0

სიახლეები პოპულარული