ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში მკაცრი წესები შემოიღო

AutoSharing Option
ლუის ენრიკე სულ რამდენიმე კვირაა, რაც ესპანეთის ნაკრების დამრიგებლად დაინიშნა.

"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის ოფიციალური დებიუტი უეფას ერთა ლიგის მატჩში ინგლისის წინააღმდეგ შედგება.

მან გუნდში მკაცრი აკრძალვები შემოიღო: აკრძალა მობილური ტელეფონის გამოყენება, ფეხბურთელებს სპეციალური დიეტა დაუწესა და პირობა დადო, რომ ნაკრებში წესრიგს დაამყარებს.

სერხი რობერტომ ლუის ენრიკეს უდიდესი მოტივატორი უწოდა. ასტურიელი სპეციალისტი იყო პირველი, ვინც "ბარსელონას" ფეხბურთელს პირველმა მისცა დიდი სათამაშო დრო.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვარჯიშებზე დასწრება მედიასაც აუკრძალა.

მისი ხელმძღვანელობით,
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ინგლისს 8 სექტემბერს დაუპირისპირდება.

altოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული