ვწუხვარ, ბენჟამინ, ეს ძალით არ გამიკეთებია - რუდიგერი პავარს ბოდიშს უხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა ანტონიო რუდიგერმა ბენჟამინ პავარს ბოდიში მოუხადა მათი ნაკრებების დაპირისპირებისას მიყენებული დაზიანების გამო.

"ვწუხვარ, ბენჟამინ, ეს ძალით არ გამიკეთებია. მე მას მოედანზევე მოვუბოდიშე და მინდა აქედანაც ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება" - დაწერა გერმანელმა მცველმა "ტვიტერზე".

"ძალიან მტკივა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა. მომენტი განმეორებით არ მინახავს. მე მას ბურთი ავართვი, მან კი ჩამარტყა. სარკეში ჯერ არ ჩამიხედავს, მაგრამ როგორც მითხრეს, ჩემი ჭრილობა "შესანიშნავად" გამოიყურება. ეს ხომ ფეხბურთია, ასეთი რაღაცები ხშირად ხდება" - უპასუხა პავარმა კოლეგას.

გერმანიისა
და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი "ალიანს არენაზე" 6 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

გერმანელები 9 სექტემბერს, ამხანაგურ მატჩში პერუს დაუპირისპირდებიან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონები ერთა ლიგის ეგიდით ჰოლანდიის ნაკრებს პარიზში უმასპინძლებენ.

altპავარს ყელზე დარჩა იარა - რიუდიგერმა გადაუარა [VIDEO]

altმსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოდ ბენჟამინ პავარის გოლი აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთია და ხანდახან რაგაც დონეზე უხეშობას მოუძებნის კაცი გამართლებას,მაგრამ რაც ამან გააკეთაესუკვე ფეხბურთს და ყველაფერ სპორტულ საქვიელს სცდება...ალბათ დასჯიან იმედია,თან მკაცრად..
euhh
11:38 08-09-2018
0
ვინც ჩანაწერს ნახავს,მე მგონი დამემოწმება,რომ აქ შემთხვეითობა გამორიცხულია.ახლა დისკვალიფიკაციის არიდებას ან შემცირებას ცდილობს.რუდიგერი არც მაგის შემდეგ იქცეოდა ანგელოზივით და ჩემი აზრით, მსაჯმა ძალიან ბევრი აპატია,ნამეტნავად ბევრი
სოსო
22:23 07-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული