ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ანდორასთან ფრედ დასრულებულ მატჩს უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყაზახურ პრესაში.

sports.kz-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "შეიძლება გავგიჟდეთ".

ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთან ნაკრებთან წაგების შემდეგ, სხვა გზა გარდა ანდორას დამარცხებისა არ ჰქონდათ, მათმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, მეტოქე კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მეორე ტაიმში ლოგვინენკომ თავურით როგორც იქნა გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი "გაახერხა" და 85-ე წუთზე მცველ შომკოს უხეში შეცდომის შედეგად საპასუხო გოლიც გაუშვეს.

"პროსპორტმა" ნიშნისმოგებით დაწერა: "აბა, ვინაა
ახლა ჯუჯა?". საქართველოსთან წაგების მერე ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და მაინც ვერ მოვიგეთო, აღნიშნავს საფეხბურთო მიმომხილველი ალიბეკ კაბენოვი.

altანდორა - ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ

მკითხველის კომენტარები / 22 /
აწი გინდა ავტობუსი ჩააყენოს ანდორამ და გინდა გემი შენოიყვანოს.
TanoLife
03:52 12-09-2018
1
ეს იყო დადგმული. პირადა მთელ ჩემს უბანს ყაზახეთის მოგებაზე ქონდათ ფსონი დადებული. უყურეთ მიმოხილვას??? ძალად აკიდებული წითელი შენტევი ფეხბურთელის მიერ, როდესაც 0:1 - ზეც კი ანდორა დაცვაში იდგა და კუთხურიც კი არ მოუწოდებია, მერე მცველის შესაშური მოქმედება და 1:1. მარაზმია უკვე.
თაზო
14:09 11-09-2018
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული