უეფა-ს ახალი ტურნირი - დეტალები უცნობია, თუმცა სიახლეები არის

AutoSharing Option
უეფა ახალი საკლუბო ტურნირის შექმნას გეგმავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგასთან და ევროპა ლიგასთან ერთად გაიმართება, იუწყება Football Italia.

წყაროს ინფორმაციით. ახალი ტურნირის 2021 წელს დაიწყება

"უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისგან თანხმობას ველოდებოდით. მესამე ტუნირნის გამართვასთან დაკავშირებით "მწვანე შუქი" გვაქვს". ახალი ტურნირის ჩათვლის უეფა-ს ეგიდით ყველა ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 96-მდე გაიზრდება", - განაცხადა ხორვატიაში გამართულ ევროპული ასოციაციების ყოველწლიურ სხდომაზე საკლუბო შეჯიბრებების ორგანიზების კომიტეტის მესამე ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, რომელიც ასევე ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 32 კლუბი მონაწილეობს, ხოლო ევროპა ლიგაზე 48, შესაბამისად
ახალი ტურნირი ანიელის სიტყვებიდან გამომდინარე 16-გუნდიანი იქნება.

უეფა-ს წარმომადგენელმა არ ისაუბრა დეტალებზე, როგორი იქნება ორგანიზებული ტურნირი და რა ვაებში გაიმართება.

იტალიური გამოცემა ფიქრობს, რომ ტურნირი თასების მფლობელთა თასის მსგავსი იქნება. აღნიშნული ტურნირი უეფა-ს ეგიდით 1960-დან 1999 წლამდე მიმდიანრეობდა, სადაც ერთამენთს ეროვნული თასების გამარჯვებულები ხვდებოდნენ.

ამ წლის მაისში ანიელიმ ასევე ჩემპიონთა ლიგის რეფორმის პროექტი წარადგინა. ერთ-ერთი განსხვავება ახალი ტურნირის ის იქნება, რომ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდი 4 8-გუნდიან ჯგუფიში გადანაწილდება, რაც მატჩების რაოდენობასა და შემოსავლებს გაზრდის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გული მერევა უკვე ფიფასა და უეფაზე.
dato
17:33 11-09-2018
15
მშვენიერი სიახლეები შემოიტანეს. ამ ერთა ლიგამაც გაამართლა და ეგ ტურნირიც მისცემს შანსს სუსტ გუნდებს...
კახა
20:20 11-09-2018
14

სიახლეები პოპულარული