კლატენბურგი - რონალდოს გაძევებაზე: მე კრიშტიანოსა და მურილიოს ყვითელ ბარათებს ვუჩვენებდი

AutoSharing Option
პრემიერლიგის ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიასთან" მატჩში "იუვენტუსის" თავდამსხმელის რონალდოს გაძევებაზე გააკეთა კომენტარი.

"რონალდომ ოდნავ უბიძგა და მურილიო წაიქცა. ეს წესების სერიოზული დარღვევა არ იყო. არბიტრი ეპიზოდის მომენტს ვერ ხედავდა, რადგან ზურგით იდგა. შეიძლება, მას ეგონა, რონალდომ იდაყვი მოიქნია, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა.

რონალდო მურილიოს საქციელით აშკარად გაღიზიანებული იყო და თავზე ხელი დაადო.

კონტაქტი უმნიშვნელო იყო და დამხმარე მსაჯმა, რომელიც შორს იდგა, რატომღაც ეს არასპორტულ საქციელად ჩათვალა.

მე რომ ამ შეხვედრის რეფერი ვყოფილიყავი, "ვალენსიას" სასარგებლოდ ჯარიმას
დავნიშნავდი და ორივე ფეხბურთელს ყვითელ ბარათს ვუჩვენებდი. რონალდო ერთ თამაშს გამოტოვებს და განსაკუთრებულად სერიოზული არაფერი არაა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული