ფიფას კლოუნადა, ანუ ხმები რონალდოსა და მესის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია

AutoSharing Option
ჯერ კიდევ წინა წლებში მავანსა და მავანს აღიზიანებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად რონალდოსა და ლეო მესის დასახელება, მაგრამ ასეთი იყო რეალობა - ისინი მართლაც საუკეთესონი გახლდნენ და ეს ფაქტია. წელს, ალბათ, სამართლიანად საუკეთესოდ "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მიიჩნიეს (ფიფას ვერსიით) და ზოგიერთმა ეპოქალური რონალდო და მესი საერთოდ ჩამოწერა.

თავად ეს პრიზები, დაჯილდოებები, ცერემონიები და ა.შ. ხანდახან სუბიექტური იყო და ამა თუ იმ მხარის გაღიზიანებას იწვევდა. საუკეთესოების არჩევის კრიტერიუმებიც ძალზე დაუკონკრეტებელია. მაგალითად, ლონდონში ფიფამ წლის საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა აღიარა, წლის სიმბოლურ
ნაკრებში კი არ შეიყვანა...

სიმბოლურში ვერ მოხვდა "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰიც, რომელიც ამავე ორგანიზაციამ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

მოკლედ, სრული ნონსენსი და კლოუნადაა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ აღნიშნა, რომ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს და სპორტი და სხვადასხვა ცერემონიის მოწყობა ბიზნესად იქცა.

დაჯილდოებაზე რონალდო და მესი არ ჩავიდნენ და ამან ფიფას მაღალჩინოსნები გააბრაზა. უკმაყოფილება გამოხატა ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც.

რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული გახლდათ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერი. მან რონალდოსა და მესის მიმართ ანტიპათია ვერ დამალა.

"არ მინდა, ვინმეს ამ საღამოზე ხასიათი გავუფუჭო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცას ვიტყვი. ცხოვრება მარტო გამარჯვება როდია. წაგებულმაც უნდა გამოხატოს გამარჯვებულის მიმართ პატივისცემა. რაც შეეხება მოდრიჩის გამარჯვებას - რონალდოსა და მესის ერის დასასრული კარგია ფეხბურთისა და ხორვატი ფეხბურთელებისთვის. ეს დამსახურებული ჯილდოა იმისათვის, რაც მოდრიჩმა უკანასკნელ წლებში გააკეთა", - განუცხდა შუკერმა "მუნდო დეპორტივოს".

თუ რამდენად ობიექტურია შუკერი რონალდოსა და მესისთან მიმართებაში, ეს თავად განსაზღვრეთ. უბრალოდ, ფაქტს მოგახსენებთ - 33 წლის მოდრიჩს ახალ სეზონში თავი ჯერ დიდად არაფრით არ გამოუჩენია (არაფერს ვამბობ ერთა ლიგის მეორე ტურში ხორვატიის ნაკრების ესპანეთთან განადგურებაზე - 0:6). მესიმ ლა ლიგას 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო რონალდო "იუვენტუსში" ათამაშდა და სერია A-ს ბოლო 2 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ასე რომ, ბევრს ნაადრევად უხარია მათი ერის დასასრული და ეს ფეხბურთისთვის სულაც არ იქნება კარგი. თუმცა, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია და ადრე თუ გვიან მათი ერაც დასრულდება, ოღონდ ამით ფეხბურთი ნამდვილად ვერ მოიგებს.

altფიფამ პრიზები დაარიგა - საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს

altფიფამ წლის სიმბოლურ ნაკრებში სალაჰი და ნეიმარი არ შეიყვანა

altერთა ლიგა. II ტური: ესპანეთმა ხორვატია გააბითურა - და ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთთან დამარცხდა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მესის და რონალდოს ეპოქის დასრულებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია,მოდრიჩის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგარი ბიჭია,უბრალოდ ფიფა-ს მოქმედებები დიდი ხანია გასცდა ყოველგვარგვარ ლოგიკას. პ.ს. უსამართლობა კაცობრიობის ყველა ეპოქასა და დროში იყო და იქნება სამწუხაროდ,საცოდაობაა როცა მოდრიჩს ოქროს ბურთი ექნება და ისეთ გენიოსს,როგორიც ი ნ ი ე ს ტ ა ა არა.
sake
13:53 26-09-2018
3
ძლივს ვეთანხმები ამ ჟურნალისტს, იმედია ოქროს ბურთს დამსახურებულად რონალდოს გადასცემენ, ან მესის. მათ გარდა არავინ იმსახურებს, მიუხედავად იმისა რომ მესი ბევრად მირჩევნია რონალდოს, წელს ოქროს ბურთს რონალდო უფრო მეტად იმსახურებს.
semi
10:58 26-09-2018
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული