ოსკარ ტაბარესმა თავისი ქანდაკების შექმნაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების მწვრთნელ ოსკარ ტაბარესს არ მოეწონა მისი ქანდაკების შექმნის და მონტევიდეოში აღმართვის იდეა.

როგორც იცით, ახლა მოდაში შემოვიდა ფეხბურთელების და საფეხბურთო მოღვაწეების ქანდაკებების მათივე სიცოცხლეში შექმნა. აი ტაბარესს კი ეს სულაც არ დაუჯდა ჭკუაში.

"მადლობელი ვარ ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ უარს ვამბობ, რადგან ამან შეიძლება გუნდი დამინგრიოს", - განაცხადა თავმდაბალმა ტაბარესმა.

ის ურუგვაის ნაკრებს 2006 წლიდან უდგას სათავეში, სამჯერ გაიყვანა მუნდიალზე და ახლახან 2022 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს კონტრაქტი.

altავადმყოფობის მიუხედავად ურუგვაის ნაკრების მწვრთნელს ოსკარ ტაბარესს კონტრაქტი გაუგრძელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული