"მილანმა" "სასუოლო" 4:1 გაანადგურა

AutoSharing Option
ტრავმირებული იგუაინის და ბორინის გარეშე "მილანმა" სერია A-ს მე-7 ტურში სტუმრად 4:1 დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "სასუოლო".

სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მე-60 წუთზე 3:0 დაწინაურდენენ და საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვეს.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლებს მეორე ადგილზე გადასვლა შეეძლოთ.

დუბლი შეასრულა სუსომ, რომელსაც თებერვლის შემდეგ გოლი არ გაუტანია.

ნამატჩევს როსონერის მწვრთნელმა გატუზომ თქვა, რომ მთავარი შედეგია, გუნდს პერსპექტივა აქვს და მიზნის მისაღწევად დრო სჭირდებათ.

რეჯიო ნელემილია. "რიჯა დელ ტრიკოლორე"
სასუოლო - მილანი 1:4
გოლები: 0:1 კესიე (39), 0:2 სუსო
(50), 0:3 კასტილეხო (60), 1:3 დურიჩიჩი (68), 1:4 სუსო (90+4)

სასუოლო: კონსილი, ლიროლა, მარლონი, ფერარი, რეჯერიო, ბურაბია (ჯურიჩიჩი 58), ლოკატელი, სენსი, ბერარდი (ბაბაკარი 75), ბოატენგი, დი ფრანჩესკო (ბოგა 57)

მილანი: დონარუმა, აბატე (კალაბრია 90), მუსაჩიო, რომანიოლი, როდრიგესი, კესიე, ბილია, ბონავენტურა, კასტილეხო (კუტრონე 72), სუსო, ჩალჰანოღლუ (ლაკსალტი 77)

alt"მილანის" მწვრთნელად გატუზოს ნაცვლად შეიძლება კონტე დანიშნონ

altლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული