სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მე-60 წუთზე 3:0 დაწინაურდენენ და საბოლოოდ 4:1 გაიმარჯვეს.
არადა, გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლებს მეორე ადგილზე გადასვლა შეეძლოთ.
დუბლი შეასრულა სუსომ, რომელსაც თებერვლის შემდეგ გოლი არ გაუტანია.
ნამატჩევს როსონერის მწვრთნელმა გატუზომ თქვა, რომ მთავარი შედეგია, გუნდს პერსპექტივა აქვს და მიზნის მისაღწევად დრო სჭირდებათ.
რეჯიო ნელემილია. "რიჯა დელ ტრიკოლორე"
სასუოლო - მილანი 1:4
გოლები: 0:1 კესიე (39), 0:2 სუსო
სასუოლო: კონსილი, ლიროლა, მარლონი, ფერარი, რეჯერიო, ბურაბია (ჯურიჩიჩი 58), ლოკატელი, სენსი, ბერარდი (ბაბაკარი 75), ბოატენგი, დი ფრანჩესკო (ბოგა 57)
მილანი: დონარუმა, აბატე (კალაბრია 90), მუსაჩიო, რომანიოლი, როდრიგესი, კესიე, ბილია, ბონავენტურა, კასტილეხო (კუტრონე 72), სუსო, ჩალჰანოღლუ (ლაკსალტი 77)
"მილანის" მწვრთნელად გატუზოს ნაცვლად შეიძლება კონტე დანიშნონ
ლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]