დიეგო მარადონა: ლეო მესის ვურჩევ, ნაკრებში აღარასდროს დაბრუნდეს

AutoSharing Option
დიეგო მარადონას თქმით, იგი აპირებს, ლეო მესის ურჩიოს, რომ ნაკრებში აღარასდროს დაბრუნდეს.

მისი თქმით, არგენტინის წარუმატებლობა მთლიანად ლეოს ბრალდება. ამიტომ იგი გუნდს უნდა ჩამოსცილდეს.

"დიახ, იგი აღარ უნდა დაბრუნდეს, რადგან, როდესაც 15-წლამდელთა გუნდი მარცხდება, მესის ბრალია; "რასინგისა" და "ბოკას" მატჩში თუ რამე ხდება, მესის ბრალია. მე მას ვეტყვი, რომ ნუღარ ითამაშებს. ვნახოთ, რამდენად მამაცები არიან ფეხბურთის ფედერაციაში. მისი ბრალი არ არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ. გასაგებია, რომ ყველას მისი იმედი გვქონდა, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც მთელ იმედებს შენს ცხენზე
ამყარებ, მაგრამ რბოლას მერვე ადგილზე ასრულებს." - განაცხადა დიეგო მარადონამ.

შეგახსენებთ, ლეო მესი ნაკრებს დროებით ჩამოშორდა და სექტემბერში გამართულ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

altეს ხელახლა დაბადებას ჰგავს - დიეგო მარადონამ ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა

altლუის ენრიკე: მესი ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოჰ ეს აფერისტი მარადონა! როგორ ქვე ტექსტებით ლაპარაკობს მესიზე. ამდენი კაეფობით, აღარ იცის რას მიედ მოედოს. დაბერდა და თავში ტვინის მაგივრად ჩალა უდევს. გეყოს მარადონა ლეოს ხსენება, ხომ მაინც ამოანთხიე ეგ შენი დიდი ხნის ბოღმა. მესი არ არის იმის კაცი საჯაროდ დაგიწყოს ლანძღვა-გინება, ეს მის ხასიათში არ დევს, ამიტომაც მიყვარს და პატივს ვცემ.
ნონა
10:36 17-10-2018
0

სიახლეები პოპულარული