Golden Boy-ს ჯილდოს მიღების 40 პრეტენდენტი ცნობილია

AutoSharing Option
იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა ყოველწლიური ჯილდოს, Golden Boy-ს მიღების 40 პრეტენდენტის ვინაობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო ევროპის 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან:

კილიან მპაბე (პსჟ), პატრიკ კუტრონე (მილანი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), ჯასტინ კლიუვერტი (რომა), ტიმოტი ვეა (პსჟ).

პირველ ნოემბერს ჟიური 20 საუკეთესო ფეხბურთელს შეარჩევს, ჯილდოს გადაცემის ცერემონია კი დეკემბრის შუაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს Golden Boy-ს მფლობელი კილიან მბაპე გახდა.

საუკეთესო ფეხბურთელს ევროპული მედიის ისეთი წარმომადგენლები ირჩევენ, როგორებიცაა: Corriere
dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet და SportDay.

alt"ეს არასდროს მოხდება" - გვარდიოლა მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული