"მარკას" ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდს" არ დატოვებს.
გამოცემის მტკიცებით, როდესაც ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვა, ჩინური კლუბი მის კონტრაქტს 50 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში" 2015-2017 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ გადავიდა "ბარსაში", სადაც კარგად ითამაშა და მერე მოულოდნელად დაბრუნდა ჩინურ გუნდში.