უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია: ამხანაგური მატჩის გამართვა აგრესორთან? სასაცილოა

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ორგანიზაცია Sport for all-ს შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის ნაკრებებს შორის ნეიტრალური ტერიტორიაზე ამხანაგური მატჩის გამართვას ეხება.

"ამხანაგური მატჩი უკრაინა-რუსეთი უახლოესს მომავალში? ამჟამინდელ პირობებში მხოლოდ უკრაინის ნაკრებისა და მარსის ნაკრებს შორის მატჩის შემდეგ, კი ბატონო! ანონსი უკრაინა-ქვეყანა აგრესორის მატჩის "ორგანიზაცია Sport for all-ის ინიციატივით" უკრაინულმა და უფრო ემტმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.

ეს ძალიან სასაცილო იყო! კიდევ გინდათ სიცილი? საძიებო საიტებზე Sport for all-ის უფროსზე იანის კუზინსე მოიპოვეთ ინფორმაცია. კეროდ მის გამონათქვამებზე რუსული მშვიდობის შესახებ. კომენტარის
გარეშე. გისურვებთ კვირის წარმატებულ დასასრულს", - წერია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქგვერდზე".

უკრაინისა და რუსეთის ნაკრებებს შორის ბოლოს მატჩი 1999 წლის 9 ოქტომბერს ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპზე შედგა, მაშინ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ ქართველებს არ გვანან.ჩვენები კიდევ იტყოდნენ, სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვააო(როგორც რაგბის შემთხვევაში ამბობენ) და სიხარულით ეთამაშებოდნენ შესარიგებელ მატჩს.
mamulo
15:45 06-10-2018
7
ჩვენი ფედერაცია ალბათ სიხარულით დათანხმდებოდა ასეთ შემოთავაზებას.
ნიკა
02:07 08-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული