ნევზოროვი - კოკორინის და მამაევის ინციდენტზე: ფეხბურთელების ტვინი ნაკერებითაა სავსე

AutoSharing Option
მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნების, დენის პაკის და სერგეი გაისინის ცემისთვის (თავში სკამი ჩაარტყეს) რუს ფეხბურთელებს ალეკსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალეკსანდრ ნევზოროვმა გააკეთა.

"მედია ველზე პეტროვი და ბაშიროვი იდიოტთა დუეტმა შეცვალა. ახლა გვყავს კოკორინი და მამაევი, რომელთაც არ იციან სკამით სარგებლობა, რადგან ჩინოვნიკი ცოცხალი გადარჩა. ეს ჩინოვნიკი მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ ჩინელს ჩამოგავს.

საერთოდ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ვალდებულია უყვარდეს ასეთი ინციდენტები. სპორტის ამ სახეობაში ადეკვატურთა ადგილი
არაა. ფეხბურთელების ტვინი ნაკერებითაა სავსე და შეკერილია დაახლოებით 32-კუთხიანი ნაკერით, ზედ კი აწერია - Nike, adidas ან  Mikasa".

როგორც გაირკვა, აღნიშნულ ინციდენტამდე ფეხბურთელებმა 1 არხის წამყვანის ოლგა უშაკოვას მძღოლი ვიტალი სილოვჩუკი გალახეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული