France Football-ი ფრანგული გამოცემაა და ასევე, "ოქროს ბურთის" პრემიის ორგანიზატორია, რომელმაც საკუთარ საიტზე მომხმარებლებს გამოკითხვაში საუკეთესოს არჩევანის საშუალება მისცა.
გულშემატკივართა ხმები ასე განაწილდა:
- ლიონელ მესი (48%)
- მოჰამედ სალაჰი (31%)
- კრიშტიანო რონალდო (8%)
ხოლო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისა და ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი სულაც მეოთხე ადგილზე გავიდა.
რედაქციამ საიტიდან გამოკითხვა ამოიღო, რადგან სავარაუდოდ, თავიანთი გამოკითხვის შედეგები მომხმარებლების შედეგებს არ დაემთხვევა.
გამოკითხვა France Football-დან წაშალეს, მაგრამ სქრინშოტი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ
"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სალაჰი ლიდერობს, მესი მეორეა, რონალდო - მესამე