ერთა ლიგა. III ტური: ინგლისი ხორვატიას დაუზავდა, ბელგიამ შვეიცარიას ლუკაკუს დუბლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღეს 7 მატჩი ჩატარდა და უხვგოლიანობით არ გამორჩეულა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ბრიუსელში შვეიცარიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბელგიას. 58-ე წუთზე ლუკაკუმ როგორც იქნა დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ შემდეგ გავრანჩიჩმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ლუკაკუმ მაინც მოუპოვა თავის გუნდს გამარჯვება. მან 84-ე წუთზე დუბლი შეასრულა. თამაშის დასასრულს მეკარე კურტუამ ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე გავრანჩიჩს ხელის თითებით შეეხო, ეს უკანასკნელი წაიქცა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით ბელგიამ 19 მატჩიდან 17 მოიგო, 1 ფრედ
დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო. 73-ე წუთზე ტრავმა მიიღო ბელგიელთა მცველმა ვერმაელენმა და შეცვალეს.

რიეკაში ერთმანეთს ხორვატია და ინგლისი შეხვდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ სლავებმა იმარჯვეს. ხორვატიის ნაკრები იტალიასთან თამაშისას გულშემატკივრების მიერ ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენისათვის დასაჯეს და ამ შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება მოუწია.

დღევანდელი შეხვედრაც დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. კეინმა გოლი კი გაიტანა და ბადეც გახია, მაგრამ მსჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩაუთვალა. ხორვატიამ მიჯრით მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.


ვენაში ავსტრიამ არნაუტოვიჩის მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო ჩრდილოეთ ირლნდიას.

ტალინში ესტონეთი ბოლომდე ებრძოლა ფინეთს და ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში სუომელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა პუკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

უნგრეთიც ეომა ათენში საბერძნეთს და მინიმალურად 0:1 დამარცხდა.

A ლიგა. 2 ჯგუფი
ბრიუსელი. "ბოდუინი"
ბელგია - შვეიცარია 2:1
გოლები: 1:0 ლუკაკუ (58), 1:1 გავრანოვიჩი (76), 2:1 ლუკაკუ (84)

A ლიგა. 4 ჯგუფი
რიეკა. HNK. მაყურებლების გარეშე
ხორვატია - ინგლისი 0:0

. 3 ჯგუფი
ვენა. "ერნსტ ჰაპელი". 22 300 მაყურებელი
ავსტრია - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (71)


B ლიგა. 2 ჯგუფი
ტალინი. "ა ლე კოკ არენა"
ესტონეთი - ფინეთი 0:1
გოლი: პუკი (90+1)

ათენი. "ოლიმპიაკო"
საბერძნეთი - უნგრეთი 1:0
გოლი: 1:0 მიტროღლუ (65)


D ლიგა. 2 ჯგუფი
მინსკი. "დინამო"
ბელარუსი - ლუქსემბურგი 1:0
გოლი: 1:0 საროკა (43)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - სან მარინო 2:0
გოლები: 1:0 გინსარი (31), 2:0 გინსარი (67)

მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩა ბარსელონა ცენტრალური მცველის გარეშე.
სოსო
09:35 14-10-2018
0

სიახლეები პოპულარული