დღე არ გავა რუსეთში ფეხბურთელების სკანდალში გახვევის ამბავი რომ არ გავრცელდეს.
დღეს სამარაში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისას დააკავეს ადგილობრივი "კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველი ევგენი ბაშკიროვი. მასთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვის "სპარტაკიდან" განათხოვრებული მცველი გეორგი ტიგიევი (სურათზე), რომელმაც პატრულს შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. მას ნარკოტიკული ნივთიერება ამფეტამინი ჰქონდა მიღებული.
ტიგიევს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცი ემუქრება.
გასულ კვირაში მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნების, დენის პაკის და სერგეი გაისინის ცემისთვის (თავში სკამი ჩაარტყეს) რუს ფეხბურთელებს ალეკსანდრ კოკორინსა და პაველ მამაევს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.