რობერტო მანჩინი: დავჯაბნეთ პოლონეთი და 0:0 არასამართლიანი შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე პოლონეთთან ნამატჩევს (1:0) კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

"ჩვენ სრულად ვდომინირებდით და ადრეც უნდა გაგვეტანა გოლი. 0:0 არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მაინც ბევრი რამის გამოსწორება შეგვიძლია.

დრო და ბევრი მუშაობა გვჭირდება, ფეხბურთში მაგია არ არსებობს".

იტალია 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 17 ოქტომბერს პორტუგალიას უმასპინძლებს.

პოლონეთი კი B ლიგაში გავარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული