ერთა ლიგაზე პოლონეთთან ნამატჩევს (1:0) კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.
"ჩვენ სრულად ვდომინირებდით და ადრეც უნდა გაგვეტანა გოლი. 0:0 არასამართლიანი შედეგი იქნებოდა. ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მაინც ბევრი რამის გამოსწორება შეგვიძლია.
დრო და ბევრი მუშაობა გვჭირდება, ფეხბურთში მაგია არ არსებობს".
იტალია 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და 17 ოქტომბერს პორტუგალიას უმასპინძლებს.
პოლონეთი კი B ლიგაში გავარდა.