11 ოქტომბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ რიადის პირთამდე სავსე 28-იან სტადიონზე არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ერაყს 4:0 სძლია და დამარცხებული გუნდის ნახევარმცველმა ბაშარ რასანმა 70 წუთი ითამაშა.
რომ ითამაშა ირანული "პერსეპოლისის" 21 წლის ფეხბურთელმა, ამაში გასაკვირი თითქოს არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეხვედრის წინ, დილით, მისი დედა გარდაიცვალა.
TheBuzzSports-ის ცნობით, ერაყელებისთვის ალბისელესტესთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ფეხბურთის ფედერაციის ბრძანებით რასანს ეს ამბავი დაუმალეს.
მეტიც, იმისათვის, რათა ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარიყო, ფეხბურთელებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.
რა რეაქცია ჰქონდა ბაშარს ამაზე,
აღნიშნული გამოცემა არ იუწყება, მხოლოდ იმას გვამცნობს, რომ ჭირისუფალს ღრმა სამძიმარს უცხადებენ.