ჰარი კეინი: ვიცოდით, რომ ესპანეთის დამარცხება შეგვეძლო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სევილიაში ესპანეთის დამარცხების (3:2) შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა გააკეთა.

"ეს დაუჯერებელია. ესპანეთი შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. ვიცოდით, რომ მისი დამარცხება შეგვეძლო.

პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეორე ტაიმი უფრო რთული გამოდგა, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით და ზეწოლას გავუძელით.

ხალხი მუდამ გოლებზე ლაპარაკობს, თუ ვერ გავიტანე, კარგად არ მითამაშია. თუმცა, კარიერაში ბევრი ისეთი მატჩი მქონია, როდესაც გოლი არ გამიტანია, მაგრამ კარგად მიასპარეზია", - განაცხადა კეინმა Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში.

კეინმა ესპანეთთან მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული