მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა დიეგო მარადონა გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ლეო მესის მტკიცე ხასიათი არა აქვს და ლიდერი ვერასოდეს ვერ გახდება.
"მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა. ის არავის არ სცემს პატივს, მას კი საფეხბურთო კარიერის გამო ყველა პატივს სცემს. არავინ არ ახსენებს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელიდან გაშვებულ გამარჯვებას.
მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ის არგენტინელია. მარადონას დრო წავიდა, ის უკვე აღარაა ახალგაზრდებისთვის სამაგალითო. ხანდახან კაცმა ენას კბილი უნდა დააჭირო", - განუცხადა კემპესმა "მუნდო დეპორტივოს".