"მანჩესტერ სიტის" მცველის ვენსან კომპანის მამა პიერ კომპანი ქალაქ განსჰორენის მერად აირჩიეს.
განსჰორენი ბრიუსელის 19 კომუნიდან ერთ-ერთია. პიერი ბელგიაში პირველი შავკანიანი მერი გახდა.
71 წლის პიერ კომპანიმ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 43 წლის წინ დატოვა და ბელგიაში ლტოლვილის სტატუსით დასახლდა.
"ისტორია! ჩვენ ვამაყობთ შენით, მამა. შენ ბელგიაში 1975 წელს ლტოლვილის სტატუსით ჩახვედი, ახლა კი საზოგადოებამ ნდობა გამოგიცხადა და ბელგიაში პირველი შვკანიანი მერი გახდი", - დაწერა ვენსანმა ინსტაგრამზე.
სხვათა შორის პიერ კომპანის გარეგნულად ძალიან ჰგავს ჩემი თანაკლასელი და მეგობარი,თუ რა თქმა უნდა კანის ფერს არ ჩავთვლით.ისიც ძალიან მაგრად თამაშობდა ფეხბურთს და მერვე კლასელი,უკვე რაიონის დიდების გუნდში თამაშობდა საქართველოს პირველობაზე.მასთან ერთად ვითამაშე ტყავის ბურთის პრიზის გათამაშების ფინალურ ეტაპზე,1975 წელს,რუსთავში.თბილისელებმა ბურთი გადაგვახიეს თავზე,თუმცა იქაც და სხვა გუნდებშიც არ მინახია მასზე უკეთესი მოთამაშე,მაგრამ სწავლას გაჰყვა და ფეხბურთში ვეღარ განვითარდა.