"ანჟის" 30 წლის კაპიტანმა, წარმოშობით ქართველმა გურამ თეთრაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ცსკა-სთან მატჩის შესაძლო ბოიკოტზე ისაუბრა.
"ჯერ ბოიკოტი ბიჭებს არ გადაგვიწყვიტავს. ყველას აზრს ვითვალისწინებთ. ხელმძღვანელობის მხრიდან ჯერ არანაირი მოქმედება არ ჩანს. ფეხბურთის თამში გვინდა, მაგრამ არად გვაგდებენ. ეს ცოტა საწყენია.
უკვე იმდენი ღამეა არ გვიძინია. თუ სათამაშოდ გავალთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კაცები ვართ. არაფრის ლაპარაკის სურვილი აღარა მაქვს.
თუ სინდისი აქვთ, ფულს შემდეგ გადაგვიხდიან".