გიორგი ლორია "ანჟისგან" კუთვნილი ხელფასის გადახდას ითხოვს

AutoSharing Option
ტელეარხ "მუტკო პროტივის" ცნობით, ქართველი მეკარე გიორგი ლორია მახაჩკალის "ანჟისგან" დავალიანების გადახდას ითხოვს.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ ლორიას, რომელიც გასულ სეზონში დაღესტნურ გუნდში იჯარით თამაშობდა, ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ნოემბერში გასამრჯელოს ნაწილი არ მისცეს, ხოლო თებერვლიდან ანაზღაურება საერთოდ არ გადაუხადეს.

ლორიამ რუსეთის ფეხბურთის კავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.

გიორგიმ "ანჟიში" გასულ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ორჯერ შეინახა კარი მშრალად.

altგიორგი ლორია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს


altშავ დღეში ჩავარდნილ "ანჟის" რობერტო კარლოსი და ეტო'ო გადარჩენას უსურვებენ, მაგრამ ცენტითაც არ ეხმარებიან




მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტის ღირსები ხართ ;) კიდე ითამაშეთ რუსეთებში და რომ დაგიკიდებენ მერე იხვეწეთ ხელფასზე და ეძიეთ სამართალი ... როცა უნდათ მაშინ დაგიკიდებენ რუსები, ჭკუა როგო რვერ ისწავლეთ
ვახტანგი
11:36 02-10-2018
3

სიახლეები პოპულარული