"ტამბოვში" 5 ქართველი თამაშობს - ხუთივე რუსეთის მოქალაქეა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის განახლებისთვის მომზადებას აგრძელებს "ტამბოვი", რომელიც მოსკოვში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ლოკომოტივთან" 0:1 დამარცხდა. ამ ამბავზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი ფაქტი - ამ გუნდში 5 ქართველია, თუმცა ხუთივე რუსეთის მოქალაქეა.

გუნდის ძირითადი მეკარე და კაპიტანი 31 წლის გიორგი შელიაა, დაცვაში შეუცვლელად თამაშობს მისი თანატოლი გურამ თეთრაშვილი (ადრე "ანჟის" კაპიტანი იყო), ხოლო თავდასხმაში - "სპარტაკიდან" განათხოვრებული 23 წლის გიორგი მელქაძე. ის გულშემტკივრებმა მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ლოკოსთან" შეხვედრაში 66-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ახლახან დუბლებიდან გადაყვანილი 20
წლის ნახევარმცველი ვლადიმირ კობახიძე.

სხვათა შორის, დუბლებში კიდევ ერთი ქართველია - 19 წლის ნახევარმცველი მერაბ ჩიხრაძე, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა.

22 ტურის შემდეგ "ტამბოვი" 25 ქულით მე-11 ადგილზეა და 21 ივნისს სტუმრად "უფას" შეხვდება.

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

alt"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

alt"როტორს" მელქაძე მიქელთაძის ნაცვლად სურს

altგიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...

altგიორგი მელქაძე რუსული პრემიერლიგის კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"ანჟის" კაპიტანი თეთრაშვილი: ხელფასს არ გვიხდიან და ცსკა-სთან მატჩის ბოიკოტი გამორიცხული არაა

მკითხველის კომენტარები / 2 /
beqnuma-ს წაიკითხე სტატია. ქართველი წარმოშობისანი კი არიან მარა მოქალაქეობა რუსეთის აქვთ. ეს ნიშნავს იქ დაიბადნენ. ხელფასები რა შუაშIა? კი დაბალია მარა აქ მასეთი ფეხბურთელებია ყველაა და აქ ხომ არ ჩამოვლენ?
G.LA
12:01 15-06-2020
1
amas ganapirobebs is rom dabali donis chempionati gvaqvs da samarcxvino xelfasebi da pirobebi aq gachereba agaravis unda
beqnuma
08:18 15-06-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული