მიუნხენის ოლქის სასამართლომ "ბარსელონას" ფეხბურთელი არტურო ვიდალი 800 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ჩილელმა "ბაიერნში" თამაშის პერიოდში, გასული წლის სექტემბერში მიუნხენის ერთ-ერთ ღამის ბარში იჩხუბა.
განაჩენი ვიდალს დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან ამჟამად ნაკრების შემადგენლობაში მექსიკაში იმყოფება დ სასამართლოზე ვერ გამოცხადდა. მან ჯარიმა 80 დღეში უნდა გადაიხადოს.
ვიდალმა თავის ძმასთან, სანდრინიოსთან და მეგობრებთან ერთად იჩხუბა და დაწესებულებაში ერთ ადამიანს არყის ბოთლით თავი გაუტეხა, რომელმაც ტრავმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.