ღამის კლუბში ჩხუბისთვის ვიდალი 800 ათასით დააჯარიმეს

AutoSharing Option
მიუნხენის ოლქის სასამართლომ "ბარსელონას" ფეხბურთელი არტურო ვიდალი 800 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ჩილელმა "ბაიერნში" თამაშის პერიოდში, გასული წლის სექტემბერში მიუნხენის ერთ-ერთ ღამის ბარში იჩხუბა.

განაჩენი ვიდალს დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან ამჟამად ნაკრების შემადგენლობაში მექსიკაში იმყოფება დ სასამართლოზე ვერ გამოცხადდა. მან ჯარიმა 80 დღეში უნდა გადაიხადოს.

ვიდალმა თავის ძმასთან, სანდრინიოსთან და მეგობრებთან ერთად იჩხუბა და დაწესებულებაში ერთ ადამიანს არყის ბოთლით თავი გაუტეხა, რომელმაც ტრავმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამომივიდა მერე თურანი
T.k
18 ოქტომბერი 2018 10:37
0
გერმანიაში ჯარიმა,ეტყობა გამომუშავებასთან კავშირშია.ჩვენთან კი 89 წლის ქალის ბოჩოლას ავტომობილი დაეჯახა და 7000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს,თოკით უნდა გჭეროდა გზაზეო.აქ სათქმელი ისიც არის,რომ სინამდვილეში მანქანა საპირისპირო ზოლზე გადავიდა და იქ დაეჯახა,მაგრამ შედგენილ ნახაზზე,სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
სოსო
18 ოქტომბერი 2018 10:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული