ფოტოზე: ჯოზეფ ჩიპოლინა 10-ნომრიანი მაისურით
13 ოქტომბერს გიბრალტარის ნაკრებმა სასწაული მოახდინა - ჯუჯა ქვეყნის ნაკრებმა სტუმრად სომხეთს (1:0) მოუგო. ადრე მას არასდროს მოუგია ოფიციალურ შეხვედრაში, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაცა პირველად.
რაღაცა კარგს აუცილებლად მოჰყვება გაგრძელებაც. გიბრალტარმა შინ ლიხტენშტეინსაც (2:1) სძლია და 6 ქულით ერთა ლიგაზე D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში სომხეთთან მეორე ადგილს იყოფს და პირველადგილოსან მაკედონიას 3 ქულით ჩამორჩება.
ამ ჯუჯა სახელმწიფოში სულ 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სულ კი ქვეყანა 6.7 ათას კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. შესადარებლად, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების
გიბრალტარის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხულიო რიბასია, ხოლო გუნდის ლიდერი "ლინკოლნის" ნახევარმცველი ჯოზეფ ჩიპოლინაა, რომელმაც სომხეთის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩიპოლინას ძირითადი პროფესია კი არა ფეხბურთელობა, არამედ ციხის დარაჯობაა.
"როცა სომხეთთან მატჩში პენალტი დაინიშნა, მისი დარტყმის უფლება მე მომცეს. თანაგუნდელებმა იცოდნენ, რომ ცივსისხლიანი ვარ, ასეთ რამეებს მიჩვეული ვარ", - ჰყვება ჩიპოლინა.
"როცა კარგი სამსახური მივიღე, პროფესიონალური ფეხბურთი მივატოვე. ამაში ბრალი ეკონომიკურ კრიზისს მიუძღვის - მომავალზე ვფიქრობდი. სახელმწიფოზე მუშაობამ სტაბილურობის შეგრძნება მომცა.
როცა ღამე ვმუშაობ, დილით ვვარჯიშობ. თუ დღის საათებში დაკავებული ვარ, მაშინ ვარჯიშზე სამსახურის მერე მივდივარ" - ამბობს ჯოზეფი, რომელმაც პროფესიონალური ფეხბურთი 2012 წელს მიატოვა.
ამის მიუხედავად, მან სომხეთს გაუტანა და ლიხტენშტეინსაც. თუმცა ნაკრებში სხვა ჩიპოლინაც არის - 35 წლის როი, რომელიც ნაკრების დაცვას ხელმძღვანელობს.
სომხეთსა და ლიხტენშტეინთან გამარჯვების შემდეგ გიბრალტარში სჯერათ, რომ ეროვნული ნაკრები მანამდე იცოცხლებს, სანამ გუნდში ერთ ჩიპოლინა მაინც არის.
ჯოზეფს ერთი ძმა ჰყავს - კენეტ ჯორჯი, რომელიც ასევე ფეხბურთელია და ნაკრებში უკვე მოასწრო ერთი მატჩის გამართვა.
ჩიპოლინას დინასტიაში კიდევ ერთი წარმომადგენელი, 18 წლის მაიკლიც არის, რომელსაც ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ გიბრალტარის "მანჩესტერ 62"-ის ღირსებას იცავს.