ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "გენტმა" სტუმრად "ოსტენდე" 4:0 გაანადგურა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მე-18 წუთზე გიორგის პასით ანგარიში სტალონე ლიმბომბემ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი თავად გავიდა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში 3:0 გახადა.
მეოთხე გოლიც ჩაკვეტაძის აქტიურობის შედეგად გავიდა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ყველას ლიმბომბემ დაასწრო.
"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 17 ქულით მე-6 ადგილზეა და 26 ოქტომბერს "შარლერუას" მასპინძლობს.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.
რაც შეეხება გიორგის თამაშს, მგონი მოუხდა მწვრთბელის გამოცვლა გუნდში და ბოღმიანების გულის გადსახეთქად მართლა ვარსკვლავი ყალიბდება.