"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ "რეალის" დატოვების მიზეზი განმარტა.
"რეალისთვის" ბევრი კარგი რამ გავაკეთე. ამ გუნდში 9 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები არასოდეს არ დამავიწყდება. თუმცა, უკანასკნელ ხანს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩემში მხოლოდ ფულის კეთების საშუალებას ხედავდა. ეს ზუსტად ვიცი.
ჩემთან გულღია არასოდეს არ იყო. ჩემდამი მისი დამოკიდებულება შეიცვალა. ამას ვგრძნობდი. შეუცვლელ ფეხბურთელად აღარ მთვლიდა. სწორედ ამის გამო დავფიქრდი გუნდის გამოცვლაზე. როდესაც გუნდიდან ჩემს წასვლაზე პირველი ხმები დაირხა, დავინახე, რომ ის ჩემს დაკავებას არ აპირებდა.
ფული რომ მნდომოდა, ჩინეთში წავიდოდი, სადაც ხუთჯერ
უფრო მაღალი ხელფასი მექნებოდა. იტალიაში ისეთივე გასამრჯელო მაქვს, როგორიც ესპანეთში მქონდა, თუ ნაკლები არა. განსხვავება ისაა, რომ "იუვენტუსს" მართლა ვუნდოდი. ეს მაგრძნობინეს. ზიდანის წასვლის გამო არ დამიტოვებია "რეალი". მიზეზი პერესია", - განუცხადა რონალდომ "ფრანს ფუტბოლს".
"იუვენტუსმა" რონალდოს დუბლით "ემპოლის" სძლია [VIDEO]
ლა ლიგას პრეზიდენტი: ელ კლასიკო რონალდოს და მესის არმონაწილეობით არაფერს არ კარგავს
რივალდო: კრიშტიანო რონალდოს შეცვლა არავის შეუძლია
ანჩელოტი: რონალდოს ერთადერთი შეცდომა "იუვენტუსში" გადასვლაა
ისკო რონალდოზე: ვერ ვიტირებთ მის გამო, ვისაც აქ ყოფნა არ უნდა