ედინსონ კავანი "ნაპოლიში" დაბრუნებას დათანხმდა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი თანახმაა პსჟ-დან "ნაპოლიში" გადავიდეს.

ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელებს და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

31 წლის კავანი "ნაპოლიში" დასაბრუნებლად ხელფასის შემცირებზე დათანხმდა. ეს კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნაა.

კავანი უკმაყოფილოა "პარი სენ ჟერმენში" ნეიმარისა და კილიან მბაპეს პრივილიგერულობით და გუნდის გამოცვლა ამიტომ უნდა. თანაც, მისი ოჯახი ახლაც ნეაპოლში ცხოვრობს.

ის "ნაპოლის" ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა, პარიზულმა კლუბმა კი 64 მილიონ ევროდ შეიძინა.

ედინსონმა ამ სეზონში 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და
2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული