"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემი" დაამარცხა, დე ბრიუნემ ისევ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასზე "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ფულჰემი" 2:0 დაამარცხა.

პეპ გვარდიოლამ ამ მატჩში მოედანზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა და დუბლი 19 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ბრაჰიმ დიასმა შეასრულა.

17 დეკემბერს 1/8 ფინალში "სიტი" "ლესტერსა" და "საუთჰემპტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "ლესტერის" მფლობელის ვიშაი  შრივადანაპრაბჰის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო გადაიდო.

86-ე წუთზე "ქალაქელთა" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ტიმოტი ფოსუ-მენსასთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, თუმცა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმრების გარეშე დატოვა.

დე
ბრიუნემ მარჯვენა მუხლის ტრავმა ახლახან მოირჩინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფულჰემთან დუბლი და კიდევ ამდენი მომენტი.ამომავალი ვარსკვლავია და გუნდიც აშკარად ენდობა.
სოსო
11:07 02-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული