სუპერკლუბებმა ჩემპიონთა ლიგას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს - 2021 წლიდან სუპერლიგა გაიმართება

AutoSharing Option
"შპიგელი" Football Leaks-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ბაიერნმა" სხვა კლუბებთან ერთად სუპერლიგის შექმნა განიხილა.

წყაროს ცნობით, შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვით 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა არსებობას შეწყვეტს. 11 კლუბი უეფადან გავა და ახალ ლიგას შექმნის.

ამ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს და ტურნირის დამფუძნებლებს 20 წლის განმავლობაში მასში ადგილი გარანტირებული ექნებათ, ანუ არ გავარდებიან, დანარჩენი 5 გუნდი კი ტურნირზე სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

სუპერლიგის დამფუძნებლები იქნებიან: "ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "იუვენტუსი", "არსენალი", პსჟ, "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "მილანი".

მიპატიჟებულნი გახლავან: "ატლეტიკო", "დორტმუნდი",
"ინტერი", "მარსელი" და "რომა".

დოკუმენტს ხელი 2018 წლის ნოემბერში უნდა მოაწერონ.

თურმე, "ბაიერნს" ამ პროექტის განხილვა 2016 წელს უნდოდა და იურიდიულ კომპანია Cleary Gottlieb-ს მიმართა. განიხილებოდა სხვადასხვა დეტალები და მათ შორის, უნდა გაეშვათ თუ არა ფეხბურთელები გერმანიის ნაკრებში.

უეფამ მაშინ სუპერკლუბები იმით გააჩერა, რომ 2018/2019 წლების სეზონიდან დაფინანსებისა და უფლებამოსილების გაზრდას დაპირდა.

სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ გაილაშქრა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაერხა ისედაც დარხეულ ფეხბურთს
1
თბილისის დინამო უარს აცხადებს.
sdfffff
21:44 03-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული