არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს

AutoSharing Option
"ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ამბობდა, რომ 4 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "სპარტაკის" დამარცხება შეეძლოთ, რადგან მათ მეტოქე გუნდში არეულობაა და დაამარცხეს კიდეც 2:1.

შეხვედრას მოსკოვში 23 237 მაყურებელი დაესწრო. "სპარტაკის" საშინაო მატჩზე ამ სეზონში ასე ცოტა მაყურებელი არ მისულა.

"სპარტაკმა" პირველად წააგო ისტორიაში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

ამ მატჩში ეკატერინბურგელი ჭანტურია და მოსკოველი ჯანო ანანიძე (სურათზე თამაშის დაწყებამდე) სათადარიგოები იყვნენ. ჯანომ უკვე მოირჩინა ტრავმა, მაგრამ დროებითი მწვრთნელი რაულ რიანჩო არ ათამაშებს.

ამ რიანჩოს გულშემატკივრები
მთელი 90 წუთის განმავლობაში დედას აგინებდნენ და აგრეთვე შეურაცხყოფას აყენებდნენ ნახევარმცველ დენის გლუშაკოვს და კლუბის მფლობელ ლეონიდ ფედუნს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არც იყვნენ სათამაშებელნი
რიგითი გულშემატკივარი
22:36 04-11-2018
32
მალე ვიხილავთ ანანიძეს სკა ხაბაროვსკში ან მორდოვიაში!
,, ანზორი
07:58 05-11-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული