ეგვიპტეში "ლივერპულის" ფეხბურთელს მოჰამედ სალაჰს სასაცილო ძეგლი დაუდგეს.
მის სამოშობლოში ჩატარებულ ახალგაზრდულ კულტურულ ფორუმზე სალაჰის კარიკატურული ძეგლი წარმოადგინეს.
ეს "უკვდავი ქმნილება" ვინმე მაი აბდელ ალაჰმა შექმნა და უმალ დასცინეს, რადგან ფეხბურთელს უცნაური გამომეტყველება, პატარა ტანი და მოკლე ხელები აქვს.
სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ეს ქანდაკება უფრო უარესია, ვიდრე რონალდოსი და რადამელ ფალკაოსი.