სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს

AutoSharing Option
"დუნაისკა სტრედასა" და სლოვაკეთის ნაკრების მცველს ლიუბომირ შატკას თავს დაესხნენ.

შაბათს "ნიტრასთან" ნამატჩევს მას ბრატისლავაში თავი გაუტეხეს, ყბაც, რამდენიმე კბილი აქვს ამოგდებული, სახეზე ნაიარევი დარჩა და ტვინის შერყევაც მიიღო.

ის მიღებული დაზიანებების გამო წელს ვერ ითამაშებს. თუმცა, საავადმყოფოდან გაწერეს და სახლში იმყოფება.

შატკამ ამა წლის ზაფხულში თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Codvebma utsia.
Haha
11:17 06-11-2018
18

სიახლეები პოპულარული