"მონაკოს" რუსი მფლობელი რიბოლოვლევი დააპატიმრეს

AutoSharing Option
Le Monde-ს ცნობით, 6 ნოემბერს "მონაკოს" რუსი მფლობელი დიმიტრი რიბოლოვლევი დააპატიმრეს.

ბიზნესმენი კორუფციაშია ბრალდებული და მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიბოლოვლევმა პოლიციის მოქრთამვითა და მონაკოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით თავისი შვეიცარიელი პარტნიორი, ივა ბუვიე პასუხისგებაში მიაცემინა.

ბუვიე რიბოლოვლევს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების შეძენაში ეხმარებოდა, შემდეგ კი რუსმა ოლიგარქმა ის პირადი მოგების მიზნით ფასების მომატებაში დაადანაშაულა.

ბუვიე რიბოლოვლევის სახლში დააპატიმრეს. ამის შემდეგ შვეიცარიელმა მას პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს მოსყიდვის გამო უჩივლა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული