Marca: რონალდინიო გაკოტრდა, მის ანგარიშზე 6 ევროზე ნაკლებია დარჩენილი

AutoSharing Option
ლეგენდარულ ფეხბურთელ რონალდინიოს ბრაზილიის სასამართლომ პასპორტი ორ მილიონამდე გადაუხდელი დავალიანების გამო ჩამოართვა, გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მის ანგარიშზე 6 ევროზე ნაკლები თანხა ყოფილა დარჩენილი.

მისი დღევანდელი აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი სიგიჟედ ჟღერს, რადგან რამდენიმე კვირის წინ მან ჩინეთსა და იაპონიაში სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის იმოგზაურა.

მანამდე რონალდინიო ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაშიც იმყოფებოდა, Nike-მა კი ბრაზილიელის სახელობის ფეხსაცმელების ხაზი გამოუშვა, რაც მოსამართლის აზრით, ვეტერან ფეხბურთელს დიდ შემოსავალს მოუტანდა.

ბოლო პერიოდში ბრაზილიელი პოლიტიკურადაც გააქტიურდა. ის ღიად უჭერდა მხარს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტად აირჩიეს.

altრონალდინიოს ბრაზილიის პასპორტი ჩამოართვეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
Bidzia-ს როგორ ვბედავ და აი ასე, ვფიქრობ რომ მინიმუმ შენზე მეტი ობიექტურობა გამაჩნია სპორტში. არ სჭირდება შენი "ფანატიკური" დაცვა რონალდინიოს, თავისთანაც მრავლად ეყოლება დამცველები. შენ კი გირჩევ მასეთი აგრესიული მიდგომით ქართული ფეხბურთი და ფეხბურთელები დაიცვა ხოლმე, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც დასაცავი იქნებიან და მასეთ ბრტელ-ბრტყელ სიტყვებს ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავ, ეგებ იქ დაგჭირდეს რამეში:):):)
ანესთეზეოლოგი
08 ნოემბერი 2018 16:57
1
შეიძლება ქეშად აქვს დამუთაქებული :)
:)
07 ნოემბერი 2018 18:07
0
სასწრაფოდ მივცეთ საქართველოს პასპორტი
bi
07 ნოემბერი 2018 16:58
1
რაიყო მეგობრებო რა მართლაც და "ჩამქოლეთ" დისლაიქებით ამ სარკასტული კომენტარის გამო?:):) რონალდინიოს ნიჭსა და გენზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვინმეს ეს სტატია რომ არც წაგეკითხათ და არ გაცნობოდით მის სარეკლამო შემოსავლებს ვინმეს ეჭვი გეპარებოდათ მის მილიონრობაში? ჰოდა ამ სტატიის მიხედვით თაღლითია აბა რა არის:):):)
ანესთეზეოლოგი
07 ნოემბერი 2018 16:02
1

მაგ “სარკასტულ” და “კოფე” იან ელემენტებს რა გესაქმებათ ამ საიტზე ან სპორტში საერთოდ, როგორ ბედავთ აქ შემოსუნვას?
Bidzia
07 ნოემბერი 2018 18:35
3
რონალდუ ჯიგარო გლდანის ვივუსთან მოდი 5-ზე
გიგა
07 ნოემბერი 2018 15:51
2
უდიადესი,უძლიერესი და განუმეორებელი ფეხბურთელი!!!ალბათ ძალიან დიდ ხანს დარჩება ფეხბურთის გულშემატკივართა მეხსიერებაში მისი ბრწყინვალე თამაშები და განუმეორებელი ფინტები და გოლები.
რუსლანი
07 ნოემბერი 2018 13:19
1
და როგორც სჩანს "უდიდესი და უდიადესი" თაღლითიც ამავდროულად:):):):p
ანესთეზეოლოგი
07 ნოემბერი 2018 15:12
14

სიახლეები პოპულარული