24-კაციან განაცხადში ლუის ენრიკეს პერიოდში პირველად მოხვდა "ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, რომელსაც ესპანელი სპეციალისტი ცოცხალი თავით არ იძახებდა. არადა, მათ კატალონიურ კლუბში ერთად სამი წელი გაატარეს და ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ორჯერ ლა ლიგაც მოიგეს.
ესპანეთის ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: პაუ ლოპესი (ბეტისი), დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), კეპა (ჩელსი)
მცველები: ჯონი კასტრო (ვულვზი), ცეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), სერხიო რამოსი (რეალი), მარიო ჰერმოსო
ნახევარმცველები: სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი (ორივე ბარსელონა), დანი სებალოსი (რეალი), ბრაის მენდესი (სელტა), როდრი, სოლ ნიგესი (ორივე ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ვილიარეალი),
თავდამსხმელები: სუსო (მილანი), როდრიგო (ვალენსია), დიეგო ასპასი (სელტა), ალვარო მორატა (ჩელსი), მარკო ასენსიო, ისკო (ორივე რეალი).
ხორვატიისა და ესპანეთის მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება.
ლუის ენრიკე: ვინც კარგად ვარჯიშობს, სათამაშო დროს მიიღებს
ისევ ალბას გარეშე - ლუის ენრიკემ ესპანეთის შემადგენლობა დაასახელა