პსჟ შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდონ და მბაპე ან ნეიმარი "რეალმა" შეიძინოს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევისათვის, პსჟ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოხსნან.

Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული პარიზული კლუბის ფინანსური დარღვევების გამოქვეყნების შემდეგ, უეფამ გამოძიება განაახლა.

უეფა კიდევ ერთხელ განიხილავს კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრანსფერების დეტალებს.

იმისათვის, რათა ფინანსურ ფეირ-პლეის საკითხი მოაგვაროს, არაა გამორიცხული, "პარი სენ ჟერმენმს" ერთ-ერთი მათგანის გაყიდვა მოუწიოს.

ვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს "რეალი", რომელსაც ამ ორივე ფეხბურთელის შეძენა სურს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული