ერთა ლიგის მე-5 ტურში იტალიამ მილანში ვერ სძლია პორტუგალიას (0:0), რომლის რიგებში თავდამსხმელი რონალდო არ თამაშობდა. პორტუგალიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და სავარაუდოდ ივნისში A დივიზიონის გუნდების პლეი-ოფის ტურნირს უმასპინძლებს. უეფამ ამის პირობა მისცა პორტუგალიელებს. მატჩები პორტუსა და გიმარაეშში გაიმართება.
თურქეთი კონიაში შვედეთთან 0:1 დამარცხდა და C ლიგაში გავარდა.
A ლიგა. 3 ჯგუფი
მილანი. "სან სირო". 73 000 მაყურებელი
იტალია - პორტუგალია 0:0
B ლიგა. 2 ჯგუფი
თურქეთი - შვედეთი 0:1
გოლი: 0:1 გრანკვისტი (71, პენ)
C ლიგა. 1 ჯგუფი
ალბანეთი - შოტლანდია 0:4
გოლები: 0:1 ფრასერი (14), 0:2 ფლეტჩერი (45, პენ), 0:3 ფორესტი (55), 0:4 ფორესტი (67)
გაძევება: მავრაი (22, ალბანეთი)
C ლიგა. 4 ჯგუფი
სერბეთი - მონტენეგრო 2:1
გოლები: 1:0 ლიაიჩი (30), 2:0 მიტროვიჩი (32), 2:1 მუგოსა (70)
გამოუყენებელი პენალტი: მიტროვიჩი (38)
რუმინეთი - ლიეტუვა 3:0
გოლები: 1:0 პუსჩასი (6), 2:0 კესერუ (47), 3:0 სტანჩუ (65)
გაძევება: ნოვიკოვასი (88, ლიეტუვა)
D ლიგა. 3 ჯგუფი
აზერბაიჯანი - ფარერები 2:0
გოლები: 1:0 ნატესტადი (18, საკ. კარში), 2:0 მადატოვი (28)
მალტა - კოსოვო 0:5
გოლები: 0:1 მურუგი (15), 0:2 კოლოლი (70), 0:3 ავდაი (78), 0:4 ავდაი (80), 0:5 რაშიცა (86)