ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი თვლის, რომ თავდამსხმელმა ნეიმარმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც "ბარსელონადან" პსჟ-ში გადავიდა.

"უდავოა, ნეიმარი ნიჭიერია, მაგრამ პროგრესისთვის შესაფერისი გუნდი სჭირდება. ის თავად ამას ვერ ახერხებს.

ჩემის აზრით, დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა. ორი წელი რომ დარჩენილიყო, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო.

ამას გარდა, მას სჭირდება მწვრთნელი, რომელიც სწორად დააკვალიანებს.

მას მასზე უკეთეს ფეხბურთელებთან თამაში სჭირდება. ისინი ნეიმარს ბევრ რამეს ასწავლიდნენ",-  განუცხადა ზეედორფმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული