გიორგი წიტაიშვილი ან "შახტარში" გადავა ან "ზენიტში" - მას შეუძლია ჯვაროსანი გახდეს

AutoSharing Option
"დინამომანიას" საიტი იუწყება, რომ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს.

მისი სამსახურით "შახტარი" და "ზენიტი" არიან დაინტერესებულნი და საიტის ცნობით, ფეხბურთელი და მისი მამა საუკეთესო ვარიანტს ეძებენ.

გიორგი "დინამოს" განაცხადში უკვე აღარაა.

მან "დინამოში" 2 წელი ითამაშა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აგრეთვე კარგად ითამაშა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში.

გიორგიმ "დინამოს" პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - უკრაინის თასის ფინალში "შახტართან". რადგან უკრაინის ნაკრებში არ უთამაშია, მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჯვაროსანი გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Klimentis bichi tua echvi ar shegeparot rom saqartvelos nakrebshi itamashebs
Akaki
21 ნოემბერი 2018 12:19
0
ის არ იქნება არც ვაჩიბერიძე ვინც დაინახა რომ უკრაინის ნაკრების დონეს ვერ ქაჩავდა და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა...
ბაჩო
21 ნოემბერი 2018 11:26
0
გიორგი.კლიმენტის ვაჟია,ის მეგრელი ბიჭია და არამგონია საქართველოს გარდა სხვა ნაკრებზე გააკეთოს რჩევანი ჯიქიასავით ან არაბიძესავით ვაჭრობა დაიწყოს მათამაშეთ ნაკრებში თორემ უკრაინის მოქალაქეობას მივიღებო რო გვაშანტაჟებდა...
Emigrants
21 ნოემბერი 2018 11:23
4
თუ მამაამ სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგა და მოინდომა ჩვენ ნაკრებში თამაში ხომ ძალიან კარგი, თუ არა და როგორც გამოჩდა ჩვენ უკვე დაგვავიწყდნენ ისინი ვინც ჩვენი ნაკრების ღირსნი არ ყოფილა და კიდევაც დავივიწყებთ, რადგან ჩვენ ნაკრებში გულანთებულმა ბიჭებმა ითამაშეს და ჩვენ უკვე სხვანაირად არ გვინდა.
Geo_Dinamo
21 ნოემბერი 2018 10:52
0
ზუუსტად!!! ყოველთვის ასე უნდა იყოს მაგრამ ეხლა მითუმეტეს, როცა ამხელა კონკურენციაა მის პოზიციაზე...
რა მაფიაა?
28 ნოემბერი 2018 02:18
0

სიახლეები პოპულარული