სკანდალი - "იუვენტუსთან" ნამატჩევს უეფამ სერხიო რამოსი დოპინგზე გამოიჭირა და არ დასაჯა

AutoSharing Option
გერმანულმა "შპიგელმა" Football Leaks-ის მორიგი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც "რეალის" მცველს სერხიო რამოსს ამხილებს.

2017 წელს "იუვენტუსთან" ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის (4:1) შემდეგ რამოსმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, მის ორგანიზმში დეკსამეტაზონი აღმოაჩინეს, რომელიც აკრძალულ პერაპარატს მიეკუთვნება.

"რეალმა" უეფას ახსნა-განმარტებითი წერილი გაუგზავნა, ეს ამბავი აქამდე არ გახმაურდა და სერხიო დაუსჯელი დარჩა.

მადრიდში განაცხადეს, რომ ექიმმა რამოსს შეცდომით სხვა რეცეპტი გამოუწერა. მოკლედ, ყველაფერი ექიმმა დაიბრალა და ეს უეფამ დაიჯერა.

გამოცემის მტკიცებით, ეს სერხიოს მიერ დოპინგ-ტესტის ჩაგდების პირველი შემთხვევა არაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უცოდინარი ჟურნალისტების საყურადღებოდ:
დეკსამეტაზონი არის ანტიალერგიული წამალი, რომელიც ალერგიის შეტევისას გიცავს შეშუპებისგან და უეცარი გაგუდვისგან და არანაირი კავშირი არააქ დოპინგთან ან მიმსგავსებულიც კი არაა რაიმე მსგავსთან ;)
Superman
14:27 24-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული