კოპა ლიბერტადორესის ფინალის განმეორებითი მატჩი არგენტინის ფარგლებს გარეთ გაიმართება

AutoSharing Option
კოპა ლიბერტადორესის ფინალის განმეორებითი მატჩი არგენტინის ფარგლებს გარეთ 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრა, რომელიც "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გასულ შაბათს უნდა გამართულიყო, ჯერ კვირამდე გადაიდო, შემდეგ კი - უვადოდ.

მიზეზი "რივერის" ფანების მხრიდან "ბოკას" ავტობუსზე თავდასხმაა, რომლის დროსაც სტუმარი გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაშავდა.

"კონმებოლის" (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია) პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი ორივე კლუბის პრეზიდენტს სამშაბათს შეხვდა და მატჩის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართვის საკითხიც ამ შეხვედრაზე გადაწყდა.

ბუენოს აირესის მერის, ჰორაციო როდრიგეს ლარეტას განცხადებით, ამ თავდასხმის უკან
"არგენტინული ფეხბურთის მაფია" იდგა. პოლიციამ ამ დაჯგუფების ლიდერის, ბარა ბრავას სახლი გაჩხრიკა, საიდანაც 10 მილიონი პესო (230 000 ევრო) და ფინალის 300 ბილეთი ამოიღო.

"კომნებოლს" მატჩის ჩატარება პარაგვაიმ, ბრაზილიამ და იტალიამ შესთავაზა.

პირველი მატჩი 11 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.

altპირველად ლიბერტადორესის ისტორიაში - "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" "ბომბონერაზე" დაზავდნენ [VIDEO]

alt"ბოკა ხუნიორსის" ავტობუსს გულშემატკივარი თავს დაესხა და ფეხბურთელები დაზიანდნენ - როდის გაიმართება არგენტინული სუპერკლასიკო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული