შეხვედრა, რომელიც "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გასულ შაბათს უნდა გამართულიყო, ჯერ კვირამდე გადაიდო, შემდეგ კი - უვადოდ.
მიზეზი "რივერის" ფანების მხრიდან "ბოკას" ავტობუსზე თავდასხმაა, რომლის დროსაც სტუმარი გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაშავდა.
"კონმებოლის" (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია) პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი ორივე კლუბის პრეზიდენტს სამშაბათს შეხვდა და მატჩის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართვის საკითხიც ამ შეხვედრაზე გადაწყდა.
ბუენოს აირესის მერის, ჰორაციო როდრიგეს ლარეტას განცხადებით, ამ თავდასხმის უკან
"კომნებოლს" მატჩის ჩატარება პარაგვაიმ, ბრაზილიამ და იტალიამ შესთავაზა.
პირველი მატჩი 11 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.