ფრენკი დე იონგი: ჩემით რამდენიმე კლუბია დანტერესებული, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" 21 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი უამრავი კლუბის სამიზნეა, მის შეძენაში ერთმანეთს პსჟ, "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ეცილებიან, თუმცა ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს და არც "აიაქსს" მიუღწევია შეთანხმებას რომელიმე კლუბთან, ჯერჯერობით კლუბთან კონტრაქტი მაქვს და არ ვიცი ერთი წლით დავრჩები თუ არა, ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და ჩემი აგენტი, ისევე როგორც "აიაქსი" მათთან საუბრობს, თუმცა რა მოხდება ჯერჯერობით არ ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ" - განაცხადა ფრენკი დე იონგმა Fox Sports-თან.

ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

altჰოლანდიური მედია: ფრენკ დე იონგი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა

alt"აიაქსი" მატიას დე ლიხტსა და ფრენკი დე იონგში 140 მილიონ ევროს ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული