ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა "ბაიერნის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ასეთ რამეს ერთ დღეში ვერ გადაწყვეტ. ვგძნობ, ახლა "ბაიერნის" დატოვების შესაფერისი დროა.
მიხარია, რომ "ბაიერნში" ჩემი ყოფნის უკანასკნელი თვეებით დავტკბები. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება.
თუ რომელიმე კლუბი საინტერესო წინადადებით მომმართავს, თამაშს გავაგრძელებ. თუ არადა, კარიერას დავასრულებ", - განუცხადა რობენმა "კიკერს".
ამ სეზონში ბუნდესლიგაზე რობენმა 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა.